მთავარი ციტატა

“ის, რომ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი, ჩემი პოლიტიკური ტვირთია და როგორმე ვატარებ” – გახარია

“ეს ტყვიები არ არის ლეტალური, და თუ არის, ამას გამოძება დაადგენს და მე ვაგებ პასუხს სასამართლოს წინაშე და არა თქვენს წინაშე, ქალბატონო თამარ,(ბაღაშვილი, “რუსთავი 2″ – ის ჟურნალისტი)
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გასცა ბრძანება აქციის ღამეს, არანაირ მნიშვნელობა არ აქვს ამას, ის, რომ მე ვზივარ აქ კვლავ მინისტრის სტატუსიით, არის ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა, ის რომ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი, ჩემი პოლიტიკური ტვირთია და მე მას როგორმე ვატარებ”

თქვენ 20 ივნისიდან ვეღარ იქნებით ლეგიტიმური მინისტრი, თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი, ჯობს გადადგეთ”, – ასე მიმართა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრაზე, სადაც გახარია ტელევიზიის ჟურნალისტებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

იტვირთბა....