მთავარი ციტატა

“საზოგადოებამ იცის, ნიკა მელია რისი მკადრებელია, როგორი მოძალადეა” – ზარდიაშვილი

“ხრიკებით შეეცადნენ, ნიკა მელია გმირად წარმოეჩინათ, დარბაზში მარტო დატოვეს. მთელმა საზოგადოებამ იცის, ნიკა მელია რისი მკადრებელია, როგორი მოძალადეა.პროკურატურის მოთხოვნა იყო პატიმრობა. 92 დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სასამართლოს ემსჯელა და პროკურატურას ემუშავა. სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, რომ პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად სხვა ასპექტებზე არ უფიქრია და გადაწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა, ამაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მელიას იმუნიტეტის მოხსნას დავუჭირე მხარი, ეს პროცესი მომწონს. მომწონს, რომ საქართველოში მუშაობს ახალი კონსტიტუცია, რისთვისაც მადლობას ირაკლი კობახიძეს და მმართველ გუნდს ვუხდი

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

ვანო ზარდიაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
საართველოს პირველი არხის ეთერი

იტვირთბა....