სასამართლოს ჰქონდა საშუალება, შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება და შეარჩია გირაო. შესაბამისად სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.
ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო, რომ პასუხი ეგო იმ პროვოკაციული საქციელისთვის, რაც იყო ახალგაზრდების სპეცრაზმზე წაყვანა, ამით პარლამენტზე შეტევის განხორციელება. ეს სერიოზული ბრალდებაა და აუცილებელი იყო პასუხი ეგო. ეს ყველაფერი წინ არის. იქნება გამოძიება, დადგინდება ფაქტები და უკვე ამ ფაქტების საფუძველზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებს გამოეხმაურა