“ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა.
ინფორმაციისთვის ნიკა მელიას ეკრძალება:
– საცხოვრებელი სახლის დატოვება
– საჯარო განცხადებების კეთება
– მოწმეებთან კომუნიკაციაპარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე.
არაუშავს, ეს მხოლოდ არცოდნის ბრალია”
https://www.facebook.com/tay.to.568/posts/2322465358027022
ნინო წილოსანი – ქართული ოცნება
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.