მე ვერანაირად შევაფასებ, ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, მან არ ჩათვალა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა მელიასთვის და არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთრია “ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას.
“მე ის კი არ მითქვამს, რომ წინასწარ პატიმრობაში აიყვანეთ-თქო. ჩემთვის საკმარისი იყო ის სურათი, რაც ვნახე ვიდეოში და ყველამ ნახა, როდესაც მელია აქეზებდა და მიუძღოდა, საფუძველი იყო იმის, რომ დეპუტატის მანდატი შეგვეჩერებინა, რომ გამოძიებას თავისუფლად შეძლებოდა მოქმედება. დანარჩენი სასამართლოს საქმეა და პროცესებს უნდა მივყვეთ”, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.