ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ტურიზმზე ქვეყნის დაკიდება არასწორია, ლარი კვლავ გაუფასურდება – გიორხელიძე

ლარის კატასტროფული ვარდნა ამ ეტაპზე არ მოხდება. მთავარია არა ის, რომ რუსეთმა ტურისტებზე შეზღუდვა დააწესა, არამედ ნეგატიური მოლოდინები, რაც განაპირობებს იმას, რომ ხდება დოლარის დაგროვება. ამიტომ ავარდა ფასი. გარდა ამისა, გონივრული განცხადებები არც მთავრობისგან და არც ეროვნული ბანკისგან არ ისმის. ერთი რუსეთს აბრალებს, მეორე აცხადებს, რომ არაფერი მოხდება. რა თქმა უნდა, არაფერი მოხდება – ხვალ 1 დოლარი ხუთი ლარი არ გახდება, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ეროვნულ ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას.

გიორხელიძის განცხადებით, იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას, ვალუტის სტაბილური წყაროები არ გააჩნია, ხოლო ექსპორტი უსაშველოდ სუსტია.

“თუმცა, ეს ყოველივე ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ბიუჯეტზე და რეალურად, მათი შემოსავალი ყოველთვიურად იკლებს. ამიტომ, ლარს ფუნდამენტალური პრობლემა აქვს – ის ძალიან ცოტაა ქართულ ეკონომიკასთან შედარებით.  იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას, ვალუტის სტაბილური წყაროები არ გააჩნია. ექსპორტი უსაშველოდ სუსტია. მთავარი შემოსავალი ტურისტები და ჩვენი მოქალაქეების გადმორიცხვებია.

ტურისტმა კარგი შედეგები უნდა მოგვცეს, მაგრამ მთავრობის შეცდომა ისაა, რომ ტურიზმი ეკონომიკის “დრაივერად” მიაჩნია. ტურიზმზე ქვეყნის დაკიდება არასწორია. როდესაც არ გინდათ, რომ რეალობას შეხედოთ და უყურებთ მას ისე, როგორც გინდათ რომ იყოს, შედეგები ყოველთვის ასეთია. არაფერი შეიცვლება. ლარი არ გაიქცევა, კიდევ იქნება ვარდნა. ლარი კატასტროფულად არ დავარდება, მაგრამ კიდევ გაუფასურდება”, – აცხადებს გიორხხელიძე.

შეგახსენებთ, რომ ლარიი მკვეთრად გაუფასურდა და დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი 2.8470, ხოლო სავალუტ ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება კიდევ უფრო მაღალია და ის 2, 87 ლარს შეადგენს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკიც, რომლის თანახმადაც, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც აისახა.

იტვირთბა....