ეკონომიკა მთავარი ციტატა

ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს – თურნავა

“ყველანაირად ვუწყობთ ხელს ეკონომიკის გაძლიერებას, ლარის კურსის გამყარებას, მათ შორის თუნდაც იმ ახალი ინიციატივით, რასაც დღეს ვაანონსებთ ახალი ინვესტიციებით ჩვენს ეკონომიკაში, ასევე, თუნდაც იმით, რაც დავაანონსეთ – 12 ახალი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით. ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო. ვვითარდებით ისე, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს”

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსზე საუბრისას;

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ხვალ 27 ივნისს 1 დოლარის ღირებულება 2.8470  ლარი იქნება, ხოლო 1 ევროს 3.2356 ლარად შეიძენთ.

იტვირთბა....