ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს – ქანთარია თანაგუნდელებზე

რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას, ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო, – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია თანაგუნდელთა ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მათ ხმა არ მისცეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას.

ქანთარიას განცხადებით, საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად დაუჭერდნენ მხარს.

“ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს. თუ ეს მელია იყო და ორეული არ ჰყავს, მაშინ მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება, დანარჩენი სასამართლოს საქმეა. ხალხს რომ ვუთხრა, აბა, წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, საქეიფოდ ვეპატიჟები, რესტორანში, კონცერტზე თუ სად? არ მგონია, რომ ეს მარტო მელია იყო. მელია გაუშვეს წინა პლანზე“, – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

მელიას მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა. ბიძინა გეგიძემ კი რეგისტრაცია არ გაიარა.

 

იტვირთბა....