“მხოლოდ ერთზე გეტყვით, ყველაზე მეტად ვინც გული მატკინა, ეს არის კობა კობალაძე. როგორც შვილს მამა უვლის, ასე ვუვლიდი მას. ყველაზე მტკივნეული კობას გადაწყვეტილება იყო დღეს ჩემთვის. მე სანამ სული მიდგას ნიკას გვერდზე ვიქნები. ერთადერთი, მის შვილზე ვფიქრობ, რომელიც 4 წლინახევრისაა – როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი. მას არაფერი გამოეპარება. ახლაც ნერვიულობს ხოლმე, როცა მამას სამსახურიდან აგვიანდება.”
ანზორ მელია, ცნობილი კარდიოლოგი, დეპუტატ ნიკა მელიას მამა
“პრაიმ თაიმთან” ინტერვიუში
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.