“ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია – 25-ად, ადამიანის უფლებები – 25 მილიონად. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა – უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების – ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.”
ალექსეი გონჩარენკო, რადას დეპუტატი
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა უკრაინის დელეგაციამ (პირველებმა მათ დატოვეს) ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და სლოვაკეთმა.