ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველომ და 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა უკრაინის დელეგაციამ (პირველებმა მათ დატოვეს) ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და სლოვაკეთმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

უკრაინის წარმომადგენელმა ვლადიმირ არიევმა 7 ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, კონსულტაციების გამართვის მიზნით პარლამენტთან და მთავრობასთან.

შეგახსენებთ, რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება 2014 წლის შემდეგ ჰქონდა შეჩერებული ყირიმის ანექსიის გამო.

იტვირთბა....