მთავარი სოციალური ქსელი

“გლდანის ციხეში “უფროსობის” დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს, დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს”

“გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს “უფროსობის” დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის -კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა. გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს. დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!😀
პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია
პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია
Nika Melia
Nika Gvaramiaშენც გთაგავ რადგან ციხის ეგ კორიდორი შენც გაიარე და მგონი დიდად არც შენ გილაპარაკია ამაზე”

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე საუბრობს;

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....