“ყველას ახსოვს ასეთი ფრაზა, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილისგან – “ივანიშვილს უნდა წავართვათ ხელისუფლება”. ოქრუაშვილს არ სჭირდება მანდატის ჩამორთმევა, არის თუ არა ის დაკითხული ან დაკავებული. რაც შეეხება ნიკანორ მელიიას, მასზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არსად არ გაქცეულა, მოვიდა აქ და გისმენთ. ანუ ყველას საფუძველი არსებობს რომ არ გაიქცევა და ძალინ მაინტერესებს რატომაა მისი დაკავების საფძველი. თუ არის საშუალება იმის, რომ დეპუტატები ვისაც სურვილი აქვს, თავდებში ჩაუდგეს ნიკა მელიას რომ არ გაიქცევა. ან მიესაჯოს შინა პატიმრობა. ისაა (მელია) ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა ის გაწირეს”‘
ემზარ კვიციანი – “პატრიოტთა ალიანსის წევრი
პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.