ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

20 ივნისის სადამსჯელო აქციას გეგმავდნენ პრემიერი ბახტაძე, შს მინისტრი გახარია და სამი დეპუტატი – გოცირიძე

20 ივნისის სადამსჯელო აქციას გეგმავდნენ პრემიერი ბახტაძე, შს მინისტრი გახარია და სამი დეპუტატი: მიხეილ ყაველაშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი. ისინი ერთად იყვნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზის მეოთხე სართულზე დაცვით,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვართ მოწმეები, ჩვენ ვნახეთ ისინი. ეს ფაქტები გადაღებულია ვიდეოზე, როგორ დარბოდნენ. ჩვენ გვიკრძალავდნენ სართულიდან სართულზე გადაადგილებას.

ამიტომ, მხოლოდ გახარია არ არის დამნაშავე. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ სამმა დეპუტატმა, რომლებიც იმ ღამით პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ დარბევის პროცესის დაგეგმვაში, რომელთა ასეთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო მოხდა ის, რაც ვიხილეთ. დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი”, – განაცხადა გოცირიძემ

იტვირთბა....