ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აუცილებლად შეიქმნება გავრილოვის სია” – სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხა, რომ აუცილებდ უნდა შეიქმნას გავრილოვის სია.

“„აუცილებლად შეიქმნება გავრილოვის სია, გავრილოვის სიაში შევა ივანიშვილი და გახარია, მაგრამ ასევე შევა ყველა დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმებას. ნიკა მელიას დაუპირიპსირდა ქვეყანაში გავრილოვის ჩამოსვლას” – განაცხადა სალომე სამადიშვილმა.

ოპოზიციის წევრის თქმით, დღეს დაიწყებენ მუშაობას გავრილოვის სიის შედგენაზე, რომელშიც შევა ყველა დეპუტატი, რომელიც როგორც ამ კომიტეტზე, ასევე პლენალურ სხდომაზე მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას.

„ეს იქნება ის სია, რომელზეც დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ხალხი შევიდეს სანქციების სიაში დასავლეთში,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ ნიკა მელიას კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გიორგი გახარიას გადაყენებას და ის დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს.

„ეს თუ გაუვიდა დღეს ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ სხვა ფაზაში პოლიტიკური რეჟიმის ჩამოყალიბების ქვეყანში, აღმოჩნდება რომ ყველა ეს დანაპირები, რაც ივანიშვილმა გასცა ივანიშვილმა იგივე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, არის სატყუარა,” – აღნიშნა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასა პროკურატურა ითხოვს და გენერალურმა პროკურორმა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით პარლამენტს  წერილი წარუდგინა.

იტვირთბა....