მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები. ოკუპანტია, თუ რაც არის – ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებული, სოფიკო კიკაჩეიშვილი, ქუთაისი პოსტისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.
“მართლმადიდებლური ქვეყანაა და კარგია, სარწმუნოება ერთი გვაქვს, ყველაფერი კარგი იქ არის… საჭმელი, სასმელი. აბა, ევროპა ჯობია? ევროპა? “პიდარასტების” და “ცისფერების” და “ლეზბოსელების” ქვეყანა? მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები. ოკუპანტია, თუ რაც არის, თურქეთი არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხო გვაქვს ახლა ურთიერთობები? რუსეთ-გერმანია როგორ იყო, მაგრამ ხო აქვთ ახლა დალაგებული ურთიერთობები.” – აცხადებს კიკაჩეიშვილი
მისი თქმით მისი შვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გასვლას ვერ გაუბედავს, რადგან “თავს მოაჭრის”.
“რა უნდოდა ამ გზააბნეულ ხალხს რუსთაველის გამზირზე? პატრონი არა ჰყავთ, ვერ გავიგე? შვილი მყავს, როგორ გამიბედავს, იქ წასვლას? თავს მოვაჭრი. მე თუ რაღაც არ მომწონს, მკვლელი რად მინდა აქციის ორგანიზატორად, ა?” – ამბობს კიკაჩეიშვილი