კიევის სააპელაციო სასამართლომ, დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის სარჩელი არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აი, ხომ ვამბობდი, ესენი არიან პოროშენკოს სისტემის ნარჩენები, უბრალოდ ახლა რატომღაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათთვის არავის დაურეკვს ” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისსს გაიმართება.