ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსი დეპუტატი უკრაინის აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს

რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინის აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რუს დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა” – ასეთი იყო უკრანის მხარის პოზიცია. სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დუმის დეპუტატი იმავე რეისით გაუშვეს უკან.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, საქართველოში, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ქვეყნის პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის უშუალი ნებართვით და ხელმოწერით, პარლამენტის შენობაში მიიპატიჟეს, რომელმაც სპიკერის სავარძელი დაიკავა. ამ უკანასკნელს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც კობახიძე გადადგა. საპროტესტო გამოსვლები სხვადასხვა მოთხოვნით დღემდე გრძელდება.

 

 

იტვირთბა....