ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მართლმადიდებლური ასამბლეის დოკუმენტაცია ირაკლი კობახიძის ხელმოწერით – “მეტრონომს” ფოტომასალას უგზავნიან

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა, ირაკლი კორძაიმ “მეტრონომს” მიაწოდა დოკუმენტები, რომელშიც ჩანს, რომ დღეს დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე განკარგულებას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტში გაწერილია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მომზადება.

როგორც კორძაიამ განგვიცხადა, დოკუმენტების მას პირადმა წყარომ მიაწოდა.

“ხელისუფლების გვითხრა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო. აგერ ბატონო, ირაკლი კობახიძის მიერ ამ ღონისძიების თაობაზე ხელმოწერიი განკარგულება. თავისი პარლამეტის დარბაზით, მაღალი კლასის ავტომობილებით, დაცვით, ორას კაციანი ნადიმებით და ნუ მოკლედ, აქ არის ყველაფერი

11. უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების ადგილის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მომზადება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, 20-21 ივნისს, დარბაზში უზრუნველყოფილ იქნეს:

დარბაზის გამოყოფა ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად 18 ივნისიდან;  დარბაზის პრეზიდიუმის ცენტრში არსებული ტრიბუნიდან (სხდომის თავმჯდომარის ადგილი) არსებული პერსონალური კომპიუტერების აღება;

დარბაზის სრული რადიოფიცირება;

დარბაზში არსებული სინქრონული თარგმნის ჯიხურების მომზადება ხუთ ენაზე სინქრონული თარგმანისთვის;
არხების ჩამონათვალის განთავსება ყველა მონაწილესთან;

პილოტი და ყველა დანარჩენი ენის აუდიო ჩანაწერის მომზადება და მიწოდება საერთაშორისო სამდივნოსთვის 23 ივნისს;

სხდომის მიმდინარეობის ვიდეო ჩანაწერის მომზადება და მიწოდება საერთაშორისო სამდივნოსთვის 23 ივნისს;

ყურსასმენები 250 მსმენელზე;

დარბაზში არსებული ორი პატარა ზომის ეკრანებისა და საპრეზენტაციო ეკრანის მომზადება;

სხდომის მიმდინარეობისას, ღონისძიების პროგრამის შესაბამისად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ მომზადებული საიუბილეო დოკუმენტური ფილმის ჩვენება;  დარბაზის ფოეიში, ღონისძიების კონცეფციის ამსახველი პრეს-ბანერის დამზადება და განთავსება; ასამბლეის მონაწილეების ერთობლივი ფოტოს გადაღება;

საჭირო რაოდენობის წყლის დისპანსერების განთავსება დარბაზში და დარბაზის ფოიეში; ასევე, შუშის წყლის ბოთლებისა და ჭიქების განთავსება და განახლება პროგრამის შესაბამისად, პრეზიდიუმში;

ორი ცალი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ლოგოტიპიანი დროშის დამზადება და საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად განთავსება პრეზიდიუმის გვერდებში. (პასუხ. ჰ. სხულუხია; ე. სვიანაიძე; მ. გოცირიძე; თ. ყოლბაია; ნ. ლომიძე; მ. ანიკაშვილი; მ. ნოზაძე; თ. ჯანელიძე)”. – აცხადებს კორძაია.

იტვირთბა....