“თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ – გული მერევა თქვენზე”, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს.
რის შემდეგაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ ის უზრდელია.
“თავი შეიკავე და გადი გარეთ, უზრდელო შენ”,- მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.
გოგიჩაიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა რომ
“ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის განსხვავება აღარ არის.
შეგახსენებთ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.