“ხომ ეძებდით სისხლიან რეჟიმს, თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმი, ბატონო ანრი. აბსურდის თეატრად აქცია საქართველოს პარლამენტი, ყველა „ოცნების“ დეპუტატმა, ვინც დღეს ხმას მისცემს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. აბსურდის თეატრად აქციეთ, როდესაც მათიკაშვილი გამოდის და გვეუბნება, დამოუკიდებელი პროკურატურა იმოქმედებს შემდეგ და დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტსო. ძალიან მაინტერესებს, თქვენ მაინც რაღაც მომენტში გჯერათ ამის? შალვა თადუმაძე, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იმოქმედებს ივანიშვილისგან დამოუკიდებლად და ლევან მურუსიძე პირადად ასამართლებდა პუტინის პატიმრებს, რომლებიც დაასახიჩრეთ, ცემეთ, აშიმშილეთ და ფეხზე გყავდათ ერთ-ერთი შშმ პირი, რომ ინტერესდებით ხოლმე შშმ პირებით, ცემეთ, ჩაყარეთ ციხეში და მურუსიძე ასამართლებდა ამ ადამიანებს. ეს სასამართლო თქვენ გგონიათ, რომ ნიკა მელიაზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი დიდი ბაბუა „ტროიკის“ გადაწყვეტილების საფუძველზე გადაასახელს ციმბირში და არავინ იცის, სად წავიდა. ძალიან გავხართ, ამირან გულუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და გაგა კახიანი, დღეს თქვენ წარმოადგენთ ივანიშვილის „ტროიკას“, რომელიც მტკიცებულებების გარეშე”.
თინა ბოკუჩავა, ენმ-ის წევრი
პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.