ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს ჯალალედინი ტირილით კვდება, რადგანაც გაერთიანებული საქართველო ნახა” – ნათელაშვილი

დღეს ჯალალედინი ტირილით კვდება, რადგანაც გაერთიანებული საქართველო ნახა, – ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რუსთაველზე, აქციაზე შეკრებილებს.

ნათელაშვილის თქმით, მიმდინარე აქციები ისტორიაში შევა, როგორც მშვიდობიანი რევოლუცია.

„ამ დღეებში, როცა ვუყურებ ჩვენს გმირ, უჭკვიანეს ახალგაზრდებს, აღარ მეშინია მომავლის, საქართველოს ბედი საიმედო ხელშია.

ჩემო გმირებო, ეს დღეები მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ქართული ახალგაზრდული, მშვიდობიანი რევოლუციის ეტაპი.

მუხრან მაჭავარიანს აქვს დაუვიწყარი სტრიქონები „გვიახლოვდება. ვხედავ. წერტილი… და საქართველოს უკვდავი მტერი – სიცილით კვდება ჯალალედინი“.

დღეს ჯალალედინი ტირილით კვდება, რადგანაც გაერთიანებული საქართველო ნახა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....