მთავარი ციტატა

მე ვიკითხე კიდეც, ხომ არ სჯობდა ნაკლებად პომპეზურად ჩაგვეტარებინა ფორუმი – გავრილოვი

ჩვენ არ ველოდებოდით ასეთ ვითარებას, ორი გარემობიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ საკუთარი სტუმარ-მასპინძლობის დემონსტრირება მოახდინა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა – მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან დადებითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისა და რეიტინგის აწევაზე. იყო ასევე წერილობითი გარანტიები უსაფრთხოებაზე და სტუმარ-მასპინძლობაზე. მე ვკითხე კიდეც, ხომ არ სჯობს ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ფორუმი, თუმცა მითხრეს, რომ ღონისძიება აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდესო

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა

იტვირთბა....