მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ “უცნობმა” “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, საქმე უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
“საქმე უნდა იქნეს გამოძიებული და ვინც დამნაშავეა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული და ვისგანაც გადამეტებული იყო, იმან პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, გადამეტებული იყო, თვალები აღარ აქვთ ხალხს”, – განაცხადა “უცნობმა”.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.
20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან რამოდენიმემ თვალი დაკარგა.
“ქართულ ოცნებაში” გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.
თუმცა, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდა 3 მოთხოვნით – არჩევნების ჩატარება პროპორციიული საარჩევნო სისტემით, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და გახარიას გადადგომა.
ხელისუფლებამ პირველი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით, ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.
აქციის მონაწილეების მტავარი მოთხოვნა ახლა შს მინისტრის გადადგომაა.