ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს

უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს.

პირველი არხის ინფორმაციით, უკრაინული მხარის პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინული დელეგაცია ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნდება, რათა აღნიშნული ინიციატივის გასაჩივრებაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინული მხარე ითხოვს, რომ რუსეთს სრულად შეუჩერდეს უფლებამოსილება.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს.

იტვირთბა....