“საპარლამენტო უმრავლესობის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ აზრზე არ არიან რა უნდათ მათგან, ვის უნდა, რატომ უნდა, სად არიან, რა ქვეყანაში და რა ხდება საერთოდ.
ნაცების პროვოკაციის გარდა ამათ ტვინები უკვე :ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ ვერანაირი სხვა აზრის ფორმირებას. ეჭვი მაქვს ბოლოს იმასაც იტყვიან, მეფე ერეკლეს რომ მეზარბაზნეები არ ჰყავდა კრწანისის ომში, ისიც ნაცების პროვოკაცია იყო რუსების შემოყვანის მიზნითო.
ყველაფერი თუ ნაცების ბრალია, ან ის პატიოსანი კაცი, კობახიძე, რატომ გადააყენეთ, ან ეს პროპორციული რატომ დათმეთ, ან საერთოდ ყველას რატომ არ თხრით თვალებს? ნამეტანი ჰუმანისტები ხართ?”
“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი; სოციალური ქსელი;