მთავარი ციტატა

მდინარაძე გავრილოვზე – მე ვიყავი, პირადად, ვინც გიჟივით მოვვარდი და იმ წამსვე ჩავშალე სხდომა

“იმ ძალიან ცუდ შეცდომაზე რაც ამ დარბაზში მოხდა და რაც არ უნდა მომხდარიყო და ამაზე ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ და იმ დღევანდელი რეაქცია, ყველასი, აბსოლუტურად, დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, რომელიც ახლა სპიკერის სკამზე ზის, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, ჩვენით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პირველები ჩვენ ვიყავით ამაზე რეაგირება ვინც მოაყოლა და მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, მოვედი თუ არა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსეთის დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში. ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლებელია ეს დაენახა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;

შეგახსენეთ, რომ 20 ივნისს მართმადიდებლობის ფორუმზე რუსის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, რასაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალების” პროტესტი მოყვა. ისინი ტრიბუნასთან ავიდნენ და დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ფორუმი აღარ გაგრძელდებოდა.

იტვირთბა....