“ქართული ოცნების” სიღარიბე და სიდუხჭირე გამოიხატება იმაში, რომ თვალების დამთხრელი, დათვების მოსაგერიებელი იარაღით ადამიანების დამსისხლიანებელი მინისტრის ჩანაცვლება არ შეუძლია, მის მთავარ მარგალიტს სწორედ ეს კაცი წარმოადგენს, სხვა სიმდიდრე არ მოეპოვებათ.
რევოლუციის მოსაწყობად ყველა მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა არ არის საჭირო. ხავერდოვანი გადატრიალების მთავარი მამოძრავებელი ძალა პროტესტის ინტენსიურობა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა.
ენმ-სა და მის კულტურულ შრეებს შეუძლიათ პერმანენტული გამოსვლების ორგანიზება, სისხლიანი ღამის შემდეგ კი საზოგადოებრივი აზრი არასდროს იქნება მრბეველი ხალხის მხარეს.
გადააყენეთ გახარია და მშვიდობით მიიყვანეთ ქვეყანა 2020-მდე! ეყოფა ამ ხალხს ის სისხლი რაც დაიღვარა! ეყოფა ამ ქვეყანას ისიც, რომ ორი ადამიანი რეანიმაციაშია!
იმოქმედეთ, თორემ მელიების რევოლუციაზეც თქვენ იქნებით პასუხისმგებელნი”.
ლევან ლორთქიფანიძე, მემარცხენე აქტივისტი