ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის მონაწილეები 00:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძვრებიან

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები 00:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესცენტრის მიმართულებით, ფეხით მსვლელობას გამართავენ.

ორგანიზატორთა თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია გაცილებით ფართო მასშტაბებს შეიძენს.

დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომასა და 20 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გადაყენებას მოითხოვენ.

პარლამენტის წინ მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....