ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აქციისას დაშავებული ყველა პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს” – კალაძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა, რომელიც დღეს გამოწერეს კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას.

„როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....