ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი გახარიას ბიუსტს აქციაზე ცალი თვალი სიმბოლურად აუხვიეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ბიუსტს ცალი თვალი აუხვიეს, იმის მანიშნებლად, რომ 21 ივნისის ღამით სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი აქციის რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დარბევისას 2-მა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

შეგახსენებთ, ეს ბიუსტი პირველად პარლამენტის შენობის წინ 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბების, ბასიანისა და ხიდის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დარბევიდან 1 წლის თავზე დადგეს.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის – 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა – საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც “გავრილოვის ღამეს” დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....