“ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ ვწერ: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია არც 1 ივლისს და არც 2 ივლისს მოსკოვში არ მიდის. ვთხოვ მედიას, ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. ნამდვილად იგეგმებოდა შეხვედრა სოხუმის და ცხინვალის პირველ პირებთან, ნამდვილად იგეგმებოდა წინსვლა ამ საკითხებშიც და ვიზების გაუქმების საქმეშიც, მაგრამ ყველა ეს პროცესი, უკვე მეორედ, შეჩერდა და გადაიდო გაურკვეველი დროით. ასე რომ, არსად არ მივდივართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სხვა კითხვას ვთავაზობ საზოგადოებას, ჩვენ თავს გავცეთ კითხვაზე პასუხი: საერთოდ, გვინდა თუ არა ჩვენ სოხუმის და ცხინვალის დედასამშობლოში დაბრუნება?”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში ივლისის დასაწყისში დაგეგმილ „პარლამენტარიზმის განვითარების“ ფორუმზე აპირებენ ჩასვლას.