მწერალთა სახლი გაუქმდა, მის უფლებამონაცვლედ კი ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ მწერალთა სახლი ავრცელებს და დასძენს, რომ 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.
“მწერალთა სახლი გაუქმდა, მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი გამოცხადდა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში”, – ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.