მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ინაშვილი – ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია

“ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მიიღეს გადაწყვეტილება,- 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ეს “ქართული ოცნების” მოთხოვნაც იყო, ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და შეიტკბობდნენ ძალაუფლებას! კარგია, რომ ახლა მაინც იქნა გაზიარებული საზოგადოების ეს მოთხოვნა! ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია და არა ის, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაგრავს განსხვავებულ აზრს. ამ საკონსტიტუციო (უმრავლესობის) უზურპაციის შედეგი რაც იყო, ვნახეთ. ამჯერად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რასაც მხარს ვუჭერთ”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

იტვირთბა....