„ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო კანონზე დაფუძნებული. ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა საქართველოს და ჩვენთვის დღეს, ამ მომენტში მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვინაიდან დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. ამას აუცილებლად მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებაც. მე ვისაუბრე პოლიტიკურ შეფასებაზე, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას – ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება. მე განვაცხადე, რომ მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ამ პროტესტში სოლიდარულები ვართ. რაც ჩვენ იმ დილით საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, იყო სრულიად მიუღებელი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის. ჩვენ დავინახეთ, როგორ მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე და როგორ ცდილობდნენ, მომხდარიყო შეჭრა საქართველოს პარლამენტში, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ამას არავინ დაუშვებდა. ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ისევე, როგორც სამართლებრივი შეფასება აუცილებლად მიეცემა იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს საქმეები წარიმართება გამჭვირვალედ, ისე, რომ ნებისმიერი კითხვის ნიშანი მოიხსნას”.
მამუკა ბახტაძე, პერემიერმინისტრი