„დღეს პარტიის თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იცით, რომ ეს ეხება კონკრეტულად არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უპრეცედენტოს ვუწოდებ ამ გადაწყვეტილებას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხზე. ვფიქრობ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელები საქართველოს პარლამენტში“.
კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი