მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “ახალგაზრდობას უნდა ვუთხრათ – მიკვირს, თანაოკუპანტებთან დგომა უხერხულობას რომ არ გიქმნით”

“ახალგაზრდობის ფაქტორი წინა პლანზეა, ეს ფაქტორი ჩვენს პატივისცემას და მოკრძალებას იწვევს, ამიტომაც სიმართლის თქმას ბევრი თავს არიდებს… იმ ლოგიკით, რომ სიმართლემ ახალგაზრდობის გულწრფელი გრძნობები არ შელახოს. მე კი, მგონია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას სწორედ დღეს და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რასაც ვფიქრობთ: ოკუპანტი ვინაა, ვიცით, ჩვენო შვილებო! მაგრამ, მიკვირს, თანაოკუპანტებთან დგომა უხერხულობას რომ არ გიქმნით. ვინც არ იცით, გეუბნებით და გადაამოწმეთ: კოდორში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა, ისე დათმეს სააკაშვილ- ბოკერიებმა! ახალგორიც ასე გაყიდეს!

თქვენი ასაკის წვევამდელები ავტობუსებში ჩასვეს, ჩაიყვანეს გორში და ფრონტის წინა ხაზზე მიატოვეს! მიწების 22%-ი ჩააბარეს! ოკუპანტს საქართველოში ჰყავდა და ჰყავს თანაოკუპანტები- სააკაშვილ- ბოკერიას ტანდემი! და თქვენ ახლა მათი პოლიტსახეების დომინირება აქციებზე დისკომფორტს არ გიქმნით?! თან, საკუთარ თავს და საზოგადოებას არწმუნებთ, რომ ეს ხალხი არაფერ შუაშიაო. ჩვენც რაღაცა გვინახავს და გაგვივლია ამ ცხოვრებაში. 80- იანი წლებიდან ხან უნივერსიტეტის ბაღში ვართ, ხან პარლამენტის წინ, ხან ომებში და ხან- ჭუბერზე. მაშინ მიკროფონთან ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა იდგნენ. ერთი უხამსი სიტყვა არ გაჟერებულა მათგან. ყოველი ფრაზა მხოლოდ ზნეობის, ეთიკის, მორალის, კულტურის მაღალი შეგნებით იყო გაცისკროვნებული და ასე შემოდიოდა ჩვენში სამშობლო, ასე ინთებოდა ჩვენი გულები.

ვინც მიკროფონთან იდგა, ყველა განსაკუთრებული ბიოგრაფიის ადამიანი იყო. მათ სიტყვას წონა ჰქონდა. ახლა რას ვხედავთ? დამტკიცება გინდათ, რომ სააკაშვილ- ბოკერიები ადამიანებს აწამებდნენ? თქვენს მშობლებს ჰკითხეთ, რა წლები გავიარეთ და თითქოს დაგავიწყდათ, ან არ იხსენებთ, ამას როგორ ახერხებთ, მიკვირს… მწამებლებს გვერდით როგორ იყენებთ? ვინ ამკვიდრებს ამ “მოდას”, რომ კრებით მეგის ქარდავებთან და კოხტა კოდუებთან დგომა სამარცხვინო არაა?! თუ აქამდე თქვენთვის არავის უთქვამს, მე გეუბნებით: ასეთ ხალხს ხელს არ ართმევენ და “გამარჯობა”-ს არ ეუბნებიან. ასეთი ხალხის მიერ მოწოდებული ჭიქით წყალს არ სვამენ! ასეთ ხალხს არა თუ გვერდით არ უდგებიან, სოროებიდან მზის სინათლეზე არ უშვებენ. და მიკვირს, როგორ ხდება, რომ ამ მართალ წესზე თვალს ხუჭავთ.

დიდი ბედნიერებაა, რომ ბევრი თქვენგანი ჩვენზე მაგარია, ჩვენზე ნიჭიერია, ჩვენზე ხალასია, ჩვენზე სუფთა გულიც გაქვთ და გონებაც… ჩანს ისიც, რომ მონდომებული ხართ სამშობლოსათვის, მაგრამ მინდა, ერთი წამით მაინც დაგაფიქროთ იმაზე, რაც ზემოთ დავწერე… წაიკითხეთ, როცა მარტო დარჩებით და გაიაზრეთ.

და მრჩება კიდევ ერთი კითხვა… ძალიან მტკივნეული კითხვა: სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება გვინდა საერთოდ, თუ არ გვინდა? თუ გვინდა, ამას როგორ ვაპირებთ…”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება;

იტვირთბა....