მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: გავრილოვის დასმა რუსეთმა მოსთხოვა ქართველებს და ქართველებმა ეს შეუსრულეს – ლაგაზიძე

“ყველაფერი დათვლადია: 1. გავრილოვის სკამზე დასმა იყო რუსული ჯაჭვის მორიგი რგოლი პანკისის, გარეჯის, ლგბტ-ს და ნეიტრალიტეტის თემის შემდეგ; 2. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: გავრილოვის დასმა რუსეთმა მოსთხოვა ქართველებს და ქართველებმა ეს შეუსრულეს. ის რომ ამაზე ხელისუფლებას ძიება უნდა დაეწყო, ამაზე აღარაფერს ვამბობთ.

ახლა მთავარია გავიგოთ რა მიზნით მოსთხოვა რუსეთმა თავის ქართულ აგენტურას გავრილოვის სცენარის ამუშავება და რა შედეგს ელოდა – იმისათვის, რომ მივხვდეთ რაში აპირებს რუსეთი ამ შედეგის გამოყენებას ანუ რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი: რუსული ტურისტული ნაკადების საქართველოდან სოჩა-ყირიმში მიმართვა? დატესტვა რამდენად დაასრულა ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური ოკუპაცია? ხელისუფლების ცვლილება? ეკონომიკური ომის განახლება სწორედ ზაფხული-შემოდგომის სეზონზე, რასაც საქართველოს მოსახლეობის წელში გადატეხვა მოჰყვება და ინსპირირება ფართო საზოგადოებრივი კონფლიქტის რუსულ ბაზაზე დამოკიდებულ მოსახლეობასა და პროდასავლურ ვექტორს შორის? თუ უფრო ღრმად შეიძლება წავიდეს და 2008 წლის სცენარის განმეორებას ველოდოთ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის საბაბით?

იმისათვის რომ გავიგოთ, რას შეიძ₾ება ველოდოთ უნდა გავაანალიზოთ „გავრილოვის სცენარის“ წინმსწრები საერთაშორისო კონტექსტი და შემდგომი განცხადებები. „გავრილოვის სკამს“ წინ უსწრებდა: 1. პომპეოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკა ანაკლიის პორტს რუსეთს და ჩინეთს არ დაუთმობს; 2. თურქეთის საბოლოო გადაწყვეტილება, რუსული ს-400-ების შესყიდვის თაობაზე, რაც ამერიკას აიძულებს თურქეთის როლი შესაძლებლობის ფარგლებში შავ ზღვაზე სხვა პარტნიორებზე და მათ შორის საქართველოზე გადაანაწილოს; 3. კარასინის შემხვედრი განცხადებები, რომ ამერიკა დაჩქარებული წესით ამზადებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დეკემბერში ეს საკითხი შეიძ₾ება დადგეს ნატოს სამმიტზეო.

„გავრილოვის სკამის“ შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამოვყოფ რამდენიმეს: 1. არაერთი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან, რომ საქართველომ უნდა უზრუნველჰყოს რუსი ტურისტების უსაფრთხოება; 2. რუსეთის დუმის უშიშროების კომიტეტის წევრებმა დაიწყეს საუბარი დამატებით ზომებზე საქართველოს წინააღმდეგ; 3. რუსი ჟურნალისტი შევჩენკო ავითარებს აზრს, რომ ამერიკას საქართველო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ბაზად სჭირდება და ჩვენ ანუ რუსეთი იძულებული ვიქნებით სანამ ამერიკული გეგმა რეალობად იქცევა, მანამდე უნდა შევიჭრათ საქართველოშიო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩიხია, საიდანაც ვერ გამოვალთო.

დიდი იმედი მაქვს, არც არაფერი მოხდება და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ თუნდაც მხოლოდ პრევენციისთვის ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ატალახებული უნდა ჰქონდეს ამერიკელების, თუ ნატოს წვერი სხვა სახელმწიფოების კარები საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კითხვა მაქვს, აკეთებს რამეს ამ მიმართულებით, საქართველოს პარალიზებული ხელისუფლება?!”

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....