მთავარი ციტატა

გუშინდელი აქციიდან პოლიტიკოსების გამოყრა არის მათი განწყობა დესტრუქციულ ძალაზე – კალაძე

ნებისმიერ ადამიანს, სტუდენტს და ახალგაზრდას ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, მისულიყო გუშინდელ აქციებზე, რადგან ეს იყო სტუდენტების და არა პოლიტიკოსების. პოლიტიკოსები როგორ გამოყარეს გუშინ და როგორ ხვდებოდნენ, ამის ბევრი კადრი გაქვთ. ჩვენ ვნახეთ პროტესტები, ზოგს წყლის ბოთლი ხვდებოდა თავში, ზოგს სტვენით ხვდებოდნენ, ზოგს წადი წადის უყვიროდნენ. ეს არის ახალგაზრდების განწყობა იმ დესტრუქციულ ძალასა და პოლიტიკოსებზე, ვინც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და შევარდნილიყვნენ

კახა კალაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რასაც პარლამენტთან საპროტესტო აქციები მოჰყვა

იტვირთბა....