aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხშირად გვეწვიეთ და თქვენს მეგობრებსაც უთხარით – ყოფილი ელჩი ლიეტუველებს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცი, რამდენად გიყვართ საქართველო და ლიეტუველი ტურისტებიც ძალიან უყვართ აქ –  წერს საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ძვირფასო ლიეტუველო მეგობრებო, პუტინმა რუსულ ავიახაზებსა და რუს ტურისტებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალა. როგორც ადრე, გრძელვადიან პერიოდში ეს ემბარგო ჩემი ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ გააძლიერებს. ვიცი, რამდენად გიყვართ საქართველო და ლიეტუველი ტურისტებიც ძალიან უყვართ აქ… ხშირად გვეწვით და თქვენს მეგობრებსაც უთხარით. ნუ მივცემთ ჩაგვრის საშუალებას აგრესორს.” – წერს ხათუნა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა.

იტვირთბა....