ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტრ***ში” – ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუგზაერ ხუციბერიძე თბილისში დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას სოცილური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

მერიის მაღალჩინოსნის თქმით, დაშავებული ადამიანების უმრავლესობას პარლამენტის შტურმით აღება სურდა.

“ჰო აბა, პირდაპირ თვალში დაუმიზნა, რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტ***ში,”- წერს ქუთაისის მერიის მაჩალჩინოსანი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.

იტვირთბა....