სამშენებლო კომპანია Horizons Batumi საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, მის მიერ აშენებულ ბინას ვერავინ შეიძენს.
“Horizons Batumi-ს კომპლექსში არსებულ ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელმოწერით არ დაადასტურებს ჩვენს კონტრაქტში გათვალისწინებულ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ მხარეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიიჩნევენ საქართველოს ტერიტორიად! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.