“მთავარია, რომ 1. ქვეყანა და პატრიოტიზმი საიმედო ხელშია – 7 წელი გვირეცხა ტვინი რუსეთმა მასირებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შტორმის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსულ ოკუპაციას შევეგუებოდით და შედეგად მიიღეს საქართველოს ახალი, ჯანსაღი, თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა, სრულიად არაადექვატური ხელისუფლების და საზოგადოების გაჭირვებით მანიპულირებადი ოპოზიციის საპირწონედ; 2. და ვაკუუმიც ბოლოს და ბოლოს ივსება: ეს ახალი, უკომპრომისო თაობა მოვა პოლიტიკაში და ჩაანაცვლებს 28 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში დალექილ ლექს; P.S. სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ, როგორც ჩანს, ამერიკამ და რუსეთმა შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაზეც მიაღწიეს”
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე; სოციალური ქსელი;