aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ ხელისუფლებას რომ არ მოეკლა” – მაჩალიკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა,”- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციის მონაწილებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აქ შეკრებილებმა ბოროტი სისტემა უნდა დაანგრიონ.

“10 თვე გავატარე თქვენი აქ გამოსვლის მოლოდინში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ალბათ, დღეს აქ ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. ძალიან მიხარია, აქ რომ გხედავთ. იყავით ძლიერები. თქვენზე დგას ეს საქართველო. თქვენ უნდა შეცვალოთ ეს სიბოროტე და შემოიტანოთ კაცობა და პატრიოტობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს ბოროტი სისტემა. სიცოცხლის ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ ყველაფერში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....