ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას პასუხობს, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ ინტერესებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ასეთი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. მისი თქმით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე აისახება.

რუსეთის პრემიერის აზრით, საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალური ოპოზიციას და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება. მისი თქმით, პროტესტი მიმართულია იქითკეს, რომ ააფეთქონ პოლიტიკური სისტემა საქართველოში.

მან იმედი გამოთქვა, ქართველი ხალხი გაერკვევა არსებულ ვითარებაში.

იტვირთბა....