aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრილოვი: რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში”, – ამის შესახებ დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის ჩამოსვლასაც საქართველოში არეულობა მოჰყვა, რუს ჟურნალიტებს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები, გამოძიებული უნდა იყოს.

“ჩვენ რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და არც ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობა გვაქვს, თუმცა, რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები, გამოძიებული უნდა იყოს”. – განაცხადა გავრილოვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასჯის თბილისში მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებელ პირებს.

რუსულ “კომერსანტთან” საუბრის დროს, სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ დაჯდა იქ სადაც მასპინძელმა მხარემ მიწვევს დასაჯდომად.

“იქ ვიკავებ ადგილს. პროტოკოლით ეს საპატიო ადგილი სწორედ გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეს ერგება, და არა მდივნებს. ამ შემთხვევაში, მე ვარ მისი პრეზიდენტი”.

გავრილოვის თქმით, ის სხვა ქვეყნების პარლამენტების იდენტურ სავარძლებშუც მჯდარა, თუმცა, აქამდე პრობლემა არ შექმნია.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა. მომხდარი ოპოზიციამ პარლამენტში გააპროტესტა, კრიტიკული შეფასებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმაც.

შემდგომში პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის”წევრმა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა.

აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. შსს-ს ცნობით, დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ, დეპუტატის მანდატი კი ზაქარია ქუცნაშვილმა.


იტვირთბა....