ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, შეიძლება ნეკროზი წავიდეს ისეთი მდგომარეობაა – აქციაზე ერთ-ერთი დაშვებულის დედა

“ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, შეიძლება ნეკროზი წავიდეს ისეთი მდგომარეობაა. თვალი ამოაცალეს ჩვენს გვერდით გოგონას. განა რა დააშვა ამ ბავშვმა რომ ტყვიებით არის დაზიანებული? ის ტყვიებიც შენახულია და მოგვცემენ. შედით და ნახეთ, რა დღეში არიან დამტვრეულ-დაშავებულები. ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება, დაკვირვების ქვეშ, 2 ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა მესამეთი „დაგვაჯილდოვონ“ კიდევ. ყბაში ჰქონდა გაჭედილი რეზინის ტყვია. ჩვენთან არავინ მოსულა აბსოლუტურად, ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, მადლობას ვუხდით მათ” – განაცხადა რუსთაველის გამზირზე დაშავებული ერთ-ერთი პირის დედამ, ლია წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.  ის ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.  გავრილოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული.

ასევე შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

იტვირთბა....