ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილების დაცვა გარყვნილებისგან” – ფალავანდიშვილი

ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ დღეს ლგბტ თემის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოკუპაციის წინააღმდეგ. ფალავანდიშვილი დაკავების შემდეგ დღესვე გაათავისუფლეს და ის ვერის ბაღში დაბრუნდა.

“დღეს ჩვენ გვაქვს აქცია, უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გავრილოვის გაკრიტიკება და ივანიშვილის მოხსნა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ომი ხომ არ დაწყებულა დღეს? ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილების დაცვა გარყვნილებისგან. ბიძინას მოვთხოვთ პასუხს, მაგრამ დღეს რომ დეოკუპაციაზე ვირბინოთ, ნაკლებ მნიშვნელოვანია”, — აღნიშნა ფალავანდიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ წუთებში რუსეთის ოკუპაციასა და პარლამენტში რუსი დეპუტატების შესვლას აპროტესტებენ.

დღეს, 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის დარბაზი დაიკავა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოყვა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება პარლამენტში და ნეიტრალურ ადგილს შეარჩევენ. ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა.

იტვირთბა....