ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაზრდილია

პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტის ეზოში მობილიზებულ შსს-ს თანამშრომლებს პოლიციელები რამდენიმე მანქანით დაემატნენ.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, მამუკა ჩიქოვანი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები. მათი თქმით, სხდომათა დარბაზის დატოვებას არ აპირებენ და სასესიო დარბაზში რჩებიან მანამდე, ვიდრე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ აიღებს და დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....