რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა სხვა დეპუტატებთან ერთად საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი და სხვა დეპუტატები სასტუმრო “რედისონიდან” გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიყვანეს. გავრილოვის გამოჩენას ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და კვერცხები ესროლეს.
ცნობისთვის, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
იტვირთბა....